LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: გზის გაწმენდით სამუშაოებში 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული, 350 თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

159
Untitled design (1)

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გზის გაწმენდით სამუშაოებში 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული.

მისივე თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, კიბეებსა და გაჩერებებზეც:

„მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით უწყვეტი თოვა მიმდინარეობს. ყინავს, რაც გზების მოლიპვას იწვევს. “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. სამუშაოები მიმდინარეობს არამარტო ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, კიბეებსა და გაჩერებებზე. ჯამში, ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იყო დაყრილი. 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში. პრიორიტეტია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.

ცხელი ხაზის მიერ მოწოდებული არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება“, – აღნიშნავს ფაჩულია და მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ტრანსპორტით გადაადგილებისგან, რომელიც გაუმართავია და არ აქვს ზამთრის საბურავები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები