LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე გზის აყრა კი არა, ასფალტის დაგებამდე ჭის თავების ამოწევა მიმდინარეობს – მოსახლეობა კალაძეს ემადლიერება

148
76747390-3058741437475769-1917749949030727680-o

თბილისის მერმა ვიდეობრიფინგის ფორმატში შეხვედრა გამართა, სადაც დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტუქტურულ პროექტებსა და მათ მიმდინარეობაზე ისაუბრა. კახი კალაძის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჭავჭავაზის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებია, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და მერიის გადაწყვეტილებით 4 ლოკაციად დაიყო. ამის მიზეზი ის იყო, რომ გამზირის მთლიანი ჩაკეტვა არ მომხდარიყო.

“ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანი გამოცვლა, დაწყებული სანიაღვრე სისტემით და საკანალიზაციო არხებით დასრულებული. თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები 4 ლოკაციად დაგვეყო, რადგან მთლიანად გამზირის ჩაკეტვა არ მომხდარიყო. მოსახლეობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა. 24-საათიანი უწყვეტი მუშაობის რეჟიმში სამუშაოები ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნიდა, მაგრამ ისინი ამას გაგებით მოეკიდნენ და მადლობას გვიხდიან ასეთი სამუშაოებისთვის, რადგან ამბობენ, რომ მსგავსი პროექტი აქ არასოდეს არ განხორციელებულა” – განაცხადა კახი კალაძემ.

კალაძემ ასევე განმარტა ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ეხება ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების კვლავ განახლებას და აღნიშნა, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის არა აყრა, არამედ მეორე საფარის დაგებამდე 300-მდე საკანალიზაციო ჭის თავების ამოწევა მიმდინარეობს.

“უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მოყოლებული, მიმდინარეობს ჭის თავების ამოწევა, რათა შემდეგ ასფალტის მეორე ფენის დაგება განხორციელდეს. რამდენიმე ტელევიზიამ და კონკრეტულმა პირებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. აღნიშნულ მონაკვეთზე 300-მდე ჭაა და პროექტის მიხედვით ყველას თავების ამოწევა უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში ავტომობილები ვერ იმოძრავებენ. ვინც გარკვეულია მსგავს საკითხებში, ეს იცის. 15 მაისამდე ეს მონაკვეთი ქვედა ფენებში მოქცეული უნდა იყოს”, – განმარტა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე პროექტის მიხედვით იგეგმება ველობილიკისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. მერმა ასევე ქუჩის შუაში მოქცეული საქალაქო ტრანსპორტის გაჩერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის კომპორტული მგზავრობისთვის მსგავსი პროექტი მთელი დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g