თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
„ფორტუნას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.