8 დეკემბერიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაზის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება. როგორც თბილისის მერმა “ფეისბუქ ლაივის” დროს განაცხადა, ამ დროისთვის აქ დახაზვითი სამუშაობი გრძელდება, თუმცა მისი თქმით, ეს დროებითი დახაზვა იქნება.
კალაძე ამბობს, რომ რიგისა და კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთის მოასფალტება დღეს იწყება, რაც დღის ბოლომდე დასრულდება. 8 დეკემბრიდან კი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება.
ჭავჭავაძის რეაბილიტაციაზე უფრო მეტს დახარჯავენ, ვიდრე განსაზღვრული იყო - რას ითხოვს კომპანია
რატომ ზრდის ხარჯებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია
რაც შეეხება მეორე ნაწილს, როგორც თბილისის მერი ამბობს, სამუშაოები 8 იანვრიდან განახლდება და სრულიად რეაბილიტირდება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია.
„8 იანვრამდე სამუშაოები შევაჩერეთ, რადგან ახალი წელია და არ გვსურს ქალაქში კოლაფსი შეიქმნას. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა და გაზაფხულისთვის, გამწვანებითი სამუშაოებიც”, – აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება სექტემბერში იგეგმებოდა.