LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლებისგამოკითხვა მიმდინარეობს

147
ადვოკატი

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლებისგამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

„ამ წუთებში კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. შემსრულებელი პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც დადგა, ამას ვერ გავექცევით. დაცული ბოლომდე რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ არ მოხდებოდა ეს ამბავი. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მე გამაჩნია, უსაფრთხოებასა და ადამიანური რესურსის დაცვაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არის „ხიმიჯ სერვისზე“. ამის უარყოფა იქნება არასწორი“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე მშენებელი კომპანია არის, „ტრანსმშენი“, მაგრამ „ხიმიჯ სერვის 2“ კი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც ახორციელებდა სამუშაოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g