ჭავჭავაძის გამზირის ერთ ნაწილზე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პიქსელის შენობამდე, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ახლა დაიწყო .
თბილისის მერის ინფორმაციით, 15 სექტემბრისთვის, ამ მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, თუმცა, აქვე განმარტავს, რომ სრულად ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება.