თბილისში, ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, 11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე. 12 დეკემბერს, ამავე საათებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ იქნება შეზღუდული, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე პეკინის ქუჩაზე.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.