„ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ – სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია გაიმართა.
მდუმარე აქცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გაიმართა.
აქციას ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად დაესწრო.
მამუკა წოწერიას განცხადებით, აფხაზ და-ძმებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში თანაცხოვრება გარდაუვალი პროცესია.
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა – ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაეშვა