LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა – ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაეშვა

172
33-800x500-c

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. მათ შორის ეროვნული დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა განყოფილებასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g