LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთი რუს ტურისტებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

78
ჩეხეთი

ჩეხეთი რუს ტურისტებზე ვიზების გაცემას 25 ოქტომბრიდან აკრძალავს. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ტურიზმის, სპორტის ან კულტურის მიზნებით აქვთ მოპოვებული შენგენის ვიზა, ჩეხეთში აღარ შეუშვებენ. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.

ფინეთი რუს ტურისტებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში შეღწევას 30 სექტემბრიდან ვეღარ შეძლებენ.

“მაშინ როდესაც, უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ სამუშაოდ მიდიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ჩადის ჩეხეთში ყოველდღიურად საერთაშორისო აეროპორტის გავლით. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეები, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩვენი საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემოდიან – ტურისტული, სპორტული ან კულტურული მიზნით, აეკრძალებათ შემოსვლა. ეს გავრცელდება მოქმედი შენგენის მფლობელებისთვის, რომელიც გაცემულია ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიერ”, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g