ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე გადადგა.
ამის შესახებ დიპლომატი ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს.
„საქართველოს სამსახურში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მუდამ დავიცავ. ვრჩები მარად ჩემი ქვეყნის ერთგული“, – წერს თეა მაისურაძე.