მსახიობი და ტელეწამყვანი ნათია ბუნტური სოციალურ ქსელში წერს, რომ „მის ოჯახს, ისევე როგორც სხვა ოჯახებს გასაჭირი არ აკლია და ნუ დაუმატებენ“.
ნათია ბუნტური Facebook-ზე წერს, რომ გუშინ პოლიციამ მისი ძმა დააკავა, თუმცა, ამ დროისთვის უკვე თავისუფალია.
ნათია ბუნტური: „სრულებით არ მეგონა, რომ რამე ცუდს მიპირებდნენ და ბამ… თავში მარჯვნივ მდგომი რობოკოპისგან, საუბრის დროს პაუზაში, არსაიდან, ორჯერ… წამსკდა ცხვირიდან სისხლი, ენა ჩამივარდა ვერაფერი ვთქვი“ – ბალერინა, ნათია ბუნტური აქციაზე დაშავებულებს შორისაა
ნათია ბუნტური: „იმედი მქონდა, რომ არ მცემდნენ…“
„ის უბედურება, რომ დედაშენს არაფერი მოუვიდეს გზაში, სანამ რამეს გაარკვევს და იმ ადგილამდე მივა, ერთი! მეორე ის, რომ სად არის ადამიანი, ვერ პოულობ, რა უქნეს, რა ჭირს, მესამე ის, რომ ვის სად ჩაეწერა არხზე, ვინ რას მოუგონებს 24 წლის ბიჭს რომ შეგეშინდეს და მეოთხე ის, შენ რა დაგემართა პირადად რაც არ აწყობთ, და შენ რა ქენი ხმამაღლა „არხზე“ და ნაძვის ხეზე სათამაშო ხარ გამოკიდებული და გიხარია ეს, ან რა თქვი ჟღერადობით?!,.. და ბოლოს, მაინც ყველას ეცინება ამ ცირკში მართლა, იმიტომ რომ არ გადის ეგ უუნარობა უკვე აღარსად. ჩემ ოჯახს არ აკლია გასაჭირი, ისევე როგორც სხვას, და რომ დაუმატებთ უარესია, ამასაც ხვდებით იმედია. ჩემი ოჯახი არაფრით განსხვავდება სხვებისგან დღეს, ჩემი ძმაც არ განსხვავდება არაფრით სხვისი ძმისგან“, – წერს ნათია ბუნტური.