LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ანიტა დღეს სამი წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვერ გახდა…“

406
anitanewsgst

მძიმე სენით გარდაცვლილი პატარა გოგონას, ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე საზოგადოებას მიმართავს. დღეს პატარა ანიტას სამი წელი უნდა შესრულებოდა. რადგან მას უკვე აღარაფერი სჭირდება, ოჯახმა გადაწყვიტა, სხვა პატარას დაეხმაროს, რომელსაც გულის გადანერგვისთვის შესაბამისი თანხა უნდა შეუგროვონ.

გთავაზობთ თამუნა გლურჯიძს სტატუსს:

„ჩემი ანიტა დღეს სამი წლის უნდა გამხდარიყო.

მაგრამ ვერ გახდა.

წავიდა და ვინ იცის, და აწი რაღას გავიგებთ, რა სამყარო ატარა და წაიღო თავისი დიდრონი თვალებით?!

დილაუთენია მივედი მასთან.

თაიგული მივუტანე.

არ ვიცი, რატომ.

არც სხვა დროს ვიცი, რატომ მიმაქვს ყვავილები.

საჩუქარი აღარ სჭირდება ჩემს გოგოს.

ჩემს გოგოს ჩემგან აღარაფერი სჭირდება.

რაც არ უნდა მივუტანო, თვალები აღარ გაუბრწყინდება, აღარ აკისკისდება და აღარ ჩამეხუტება.

და მე გადავწყვიტე, რომ დღეს ანიტა თვითონ დაარიგებს საჩუქრებს – ნიკას დაეხმარება გულის გადანერგვისთვის თანხის მოგროვებაში. თავის ვერგადარჩენილი გულით ნიკას გულის გადარჩენას შეეცდება. ნიკასაც ხომ ზუსტად ანიტას დიაგნოზი აქვს.

მაშ ასე, ჩემო კარგებო, თუ გაქვთ სურვილი ანიტას მიულოცოთ დღევანდელი დღე, ჩაურიცხეთ ნიკას თუნდაც სიმბოლური თანხა და მიუთითეთ დანიშნულებაში:

ანიტასთვის

გთხოვთ ეს ერთი დღე ავანთოთ, დავანთოთ, ავაგიზგიზოთ ჩემი პატარა ანიტას <3 ნიკას <3 -ის გადასარჩენად.

დღის ბოლოს აუცილებლად გაგაგებინებთ, თუ რა თანხა აჩუქა ანიტამ ნიკას თქვენი დახმარებით.

ამიტომ არ დაგავიწყდეთ, დანიშნულებაში მიუთითოთ:

ანიტას <3 -სთვის.

ნიკას ანგარიიშებია:

საქართველოს ბანკი :

GE46BG0000000162446658

#GE46BG0000000162446658

თბს ანგარიში:

GE85TB7118045061100049

#GE85TB7118045061100049

თანხის ჩარიცხვა უცხოურ ვალუტაში:

თანხის ჩარიცხვა USD:

SWIFT : SITIUS33

ბანკის კოდი:

თიბისი: TBCBGE22

საქართველო : BAGAGE22

?თანხის ჩარიცხვა EUR:

SWIFT: COBADEFF

ბანკის კოდი:

თიბისი : TBCBGE22

საქართველო : BAGAGE22

მიმღები : ეკატერინე ღვინჯილია

T : 579800990

PayPal : [email protected]

ანიტუკა, ნახე ჩემო ცქნაფა, დღეს შენ სიკეთეს აკეთებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები