პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შეფასება – ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე, „რბილი და ზედმეტად დიპლომატიური“ იყო.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმ რეალობის ადეკვატური არაა, რომელშიც ვცხოვრობთ.
„მოვისმინე შეფასება, მაგრამ, ჩემი აზრით, იყო რბილი და ზედმეტად დიპლომატიური ენა. ეს არ იყო ის შეფასება, რომელიც იქნებოდა შესაბამისი იმ რეალობის, რა რეალობაშიც ახლა არის ქვეყანა და იმ საქციელის, რა საქციელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა: სალომე ზურაბიშვილი