LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა: სალომე ზურაბიშვილი

57
სალომე ზურაბიშვილი

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი განცხადებები.

„დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად, გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოების არჩევანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

​სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონული გამოწვევების წინაშე ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები