LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ბავშვობის კიდევ ერთ მეგობარს „დაუმრგვალდა“ თარიღი. ბევრი სიხარული და გამარჯვება მას მომავალშიც“ – დიმიტრი ხვთისიაშვილის გულთბილი მილოცვა იუბილარ ეკა მჟავანაძეს

205
დიმიტრი ხვთისიაშვილი

მსახიობი ეკა მჟავანაძე იუბილარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟოსორი დიმიტრი ხვთისიაშვილი წერს და მსახიობს ბევრი სიხარული და გამარჯვებები უსურვა.

„ჩემი ბავშვობის კიდევ ერთ მეგობარს „დაუმრგვალდა“ თარიღი. ეკა მჟავანაძე იუბილარია. ეკა მარჯანიშვილის თეატრში ჩემს მიერ დადგმულ სპექტაკლებში, ერთის გარდა, ყველგან თამაშობდა. იმ ერთშიც უბრალოდ ქალი პერსონაჟი არ იყო. იცის რომ მიყვარს, მისგანაც მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ, აწი რაღა შეგვცვლის ერთმანეთის მიმართ. ნიჭიერი ქალბატონია, დიდი დადიანების შთამომავალი, დაუზარელი, ერთგული, არაჩვეულებრივი ოჯახის დიდი დიასახლისი. ბევრი სიხარული და გამარჯვება მას მომავალშიც 💗💗💗“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g