დღეს სახალხო არტისტის, თეატრისა და კინოს მსახიობის, ჟანრი ლოლაშვილის დაბადების დღეა – მსახიობი 84 წლის გახდა.
ამასთან, დღეს იუბილარია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილიც.
დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ჟანრი ლოლაშვილის ფოტოს აქვეყნებს და მსახიობის დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.
„ერთ დღეს დავიბადეთ, თქვენ 26 წლით ადრე. 26 წლის წინ ხომ იყავით ჩემხელა? ჰოდა 26 წლის შემდეგ მეც ხომ ვიქნები თქვენხელა?
რა ბედნიერებაა, რომ არსებობთ, ქმნით, ახარებთ ადამიანებს. დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იყოთ კიდევ. დიდ პატივს გცემთ და გვიყვარხართ მთელ ჩვენს ოჯახს.
ჟანრი 84!
დიმა 58!
P.S. რას ნიშნავს მაინც დუმბაძის თეატრის ხელმძღვანელი რომ ვარ. ციტატებზე შემეტყო!“ – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.
ვიდეო: ჟანრი ლოლაშვილი: „მიყვარხარ-მეთქი, არ მითქვამს, დავავლე ხელი და წამოვიყვანე…“
ერთ დღეს დავიბადეთ, თქვენ 26 წლით ადრე. 26 წლის წინ ხომ იყავით ჩემხელა? ჰოდა 26 წლის შემდეგ მეც ხომ ვიქნები…
Posted by Dimitri Khvtisiashvili on სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
