პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, მრავალი წლის მერე, „რუსთავი 2“-ის მაყურებელს დაემშვიდობება. ამის შესახებ on.ge-ს სერიალის შემქმნელებმა განუცხადეს. როგორც ცნობილი გახდა, სერიალი, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავს, „ფორმულა კრეატივის“ მიერ შექმნილ სხვა პროექტებთან, – „მთავარი ექიმი“ და „ჩემი სამზარეულოს წესები“ ერთად, „ფორმულა კრეატივის“ ახალ ტელევიზიაში გავა, რომლის დაფუძნების შესახებ უკვე განაცხადეს.
„ჩემი ცოლის დაქალები“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტია.