LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალებმა” შესაძლოა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს

53

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ორსულობის გაშარჯებამ, შესაძლოა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს, ამის შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა და ერი შემცირებულია, უნდა გატარდეს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკა ქვეყანაში და მასში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება და განსაკუთრებით მედია.

„ერთ-ერთი ტელეარხის ცნობილ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, რომელსაც მაყურებლების დიდი რაოდენობა ჰყავს, რამდენიმე სერიაში გააშარჟეს ორსულობის თემა – მაშინ, როდესაც აქტიური პოპულარიზაცია უნდა ხდებოდეს ორსულობისა და შობადობის გაზრდით,“ – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g