ჟურნალისტმა, ნათია ბანძელაძემ, რომელიც ყველასთვის საყვარელი გიორგი გოგიჩაიშვილის (გოგიჩას) მეუღლეა, შვილიშვილს 4 წლის იუბილე ემოციური პოსტით მიულოცა.
ნათია სოციალურ ქსელში წერს, რომ რთულია გადმოსცე, რას ნიშნავს ამ უსაყვარლესი გოგონას ბებიობა:
„ჩემი და გოგიჩას ყველაზე დიდი სასწაული! ურთულესია მოჰყვე რას ნიშნავს იყო აივი ნიკოლის ბება… ჩვენ 4 წლის გავხდით“, – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.
ნათიამ სოციალურ ქსელში უსაყვარლესი შვილიშვილის ფოტოები გააზიარა და დაწერა:
„მზე რომ მზეს გაჩუქებს ის ამბავია! აივი ნიკოლი. როცა ეს გოგო გამობრწყინდა ყველა/ფერი უფრო სხვა/ფერი გახდა! 4 წელი ცოტა არ გეგონოთ, უკვე ჩვენი საიდუმლოები გვაქვს, ჰგონია, რომ ყველაფერი შემიძლია, ერთი რასაც მთხოვს მალე არ დაბერდე რა ნათიო! სულ იბრჭყვიალე ბე“, – წერს ნათია ბანძელაძე.
„მადლობა ყველას ამდენი სითბოსთვის… ჩვენ სიყვარულისთვის ვარსებობთ და სიყვარულსავე გიბრუნებთ“ – ნათია ბანძელაძის ემოციური მილოცვა შვილიშვილს
„მთელი სამყაროს სიყვარულს რომ იტევს ის სიკეთის მზეა“




