ცნობილმა ქართველმა რეპერმა ლექს-სენმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა სახალხოდ გამოუცხადა. ის ერთადერთი მომღერალი იყო, რომელმაც გუშინ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე იმღერა. შეგახსენებთ, რომ წლების წინ, ლექს-სენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ყოფილი მთავრობა გააკრიტიკა და „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის წინ, მხარი დაუჭირა. რატომ შეიცვალა ლექს-სენმა ხედვა და რატომ მიემხრო გუნდს, რომელსაც 4 წლის წინ მკაცრად აკრიტიკებდა, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ლექსო, რატომ გამოუცხადეთ მხარდაჭერა გუშინდელ აქციაზე „ნაციონალურ მოძრაობას“?
– რას ნიშნავს რატომ გამოვუცხადე მხარდაჭერა? მე მხარს ვუჭერ ქვეყნის განვითარებას და ამიტომ მივიღე მონაწილეობა გუშინდელ აქციაში. ბოლო ოთხმა წელმა დაგვანახა, რომ ქვეყანა სტაგნაციის გზას ადგას და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. იხილეთ სრულად