“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან მშვიდად გამოიყურება, არაფერზე ღელავს. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერაფერს გეტყვით, ჩემთან არაფერი გამოუხატავს.” – ამის შესახებ ყვარელში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.
ლეილა გარსევანიშვილმა დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის დეტალებზე არ ისაუბრა:
“რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერაფერს გეტყვით, ჩემთან არაფერი გამოუხატავს. რაც შეეხება იმას, აღიარებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ასევე არ გვისაუბრია მის ფინანსურ პრობლემებზე, ვერაფერს გეტყვით. არც მიკითხავს, არც თვითონ უთქვამს.” – განაცხადა ადვოკატმა.
დაკავებულ 49 წლის შალვა მელიქიშვილს ბრალს ხვალ წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მელიქიშვილი ყვარელში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გუშინ დააკავა.