LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა“ – განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

138
პროკურატურა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები