LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ დაკავების ოქმი კი აქვთ… სამი თვე გავიდა, რაც პირდაპირ ეთერში 20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა, ამის ნაცვლად, აქეთ მე მედავებიან“ – ელისაშვილს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან

132
ალეკო ელისაშვილი

„ჩემი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ დაკავების ოქმი კი აქვთ ასევე, არაკონსტიტუციური, ასევე საშინელი დარღვევით. კონსტიტუცია ნებისმიერ დეპუტატს იცავს. დაფხრიწეს ის კონსტიტუცია და გადაყარეს, სადაც დეპუტატის იმუნიტეტზეა საუბარი“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცნობილია, ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

„მოქალაქეების” ლიდერის, განცხადებით „აქციების და დარბევების შემდეგ, აბსოლუტურად უსამართლო, ძალიან სამარცხვინო და ძალადობრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“. ელისაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დიდხანს ჯდომას არ აპირებს.

მისი თქმით პროცესზე იმიტომ მოვიდა, რომ „მურუსიძის დუქნის ხალხს” თვალებში ჩახედოს და უთხრას, რასაც მათზე ფიქრობს:

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ აქციებისა და დარბევების შემდეგ აბსოლუტურად უსამართლო, ძალიან სამარცხვინო და ძალადობრივ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო არის გაუქმებული, ავტორიტარული რეჟიმია. სამი თვე გავიდა, რაც პირდაპირ ეთერში, პოლიციელების სახეები რომ ჩანს კადრებში, 20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა და არა თუ ვინმე დააკავეს, არათუ ვინმეს ბრალი წარუდგინეს, გვეუბნებიან, ვერ გავარკვიეთ ვინ არიან ის პოლიციელებიო. წარმოიდგინეთ რა სამარცხვინო ამბავია. ამის ნაცვლად, აქეთ მე მედავებიან. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, ახლა პროცესი დამთავრებული უნდა იყოს და ის მოძალადე პოლიციელები ციხეში უნდა იყვნენ განმწესებულები. პირიქით, ჩემს წინააღმდეგაა სასამართლო და თითქოს, მე ჩავდიოდი საშინელებებს და ისინი ფრთიანი ანგელოზები არიან. ის საქმე [ცემის] საერთოდ გაჩერებულია.

ჩემი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ დაკავების ოქმი კი აქვთ ასევე, არაკონსტიტუციური, ასევე საშინელი დარღვევით. კონსტიტუცია ნებისმიერ დეპუტატს იცავს. დაფხრიწეს ის კონსტიტუცია და გადაყარეს, სადაც დეპუტატის იმუნიტეტზეა საუბარი. ალბათ, პროცესზე პოლიციელები იქნებიან. დიდხანს ამ პროცესზე ჯდომას და მურუსიძის რაღაც დუქანში მონაწილეობის მიღებას დიდად არ ვაპირებ. მოვედი აქ, რომ მურუსიძის დუქნის ხალხს შევხედო თვალებში და ვუთხრა რასაც ვფიქრობ მასზე”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოგვიანებით ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა აბსურდულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც აწყობდა ის ეპიზოდი ამოიღო და დანარჩენი ვითომ, არ მომხდარა. მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. რამდენიმე კაცი უმოწყალოდ რომ მცემდა და ამაზე ყური არ შეუბერტყავთ, ეს არ აინტერესებთ, რა თქმა უნდა. ისედაც გული მერევა ამ შენობაში რომ ვარ და მურუსიძე რომ ჰყავთ ლიდერი. ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა, მაგრამ.. ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. არავის არაფერს არ ვერჩოდი, მოსამართლეც ვინაა არ ვიცი. აბსურდულ სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი და ამაში დიდი ხნის მონაწილეობას არ ვაპირებდი” – განაცხადა ელისაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები