LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანაშაულის გამო ვწუხვარ“ – ჯონ ლენონის მკვლელმა იოკო ონოს 40 წლის შემდეგ ბოდიში პირველად მოუხადა

269
john-lennon

ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის მკვლელმა, მარკ ჩეპმენმა დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ არტისტის ქვრივს, იოკო ონოს ბოდიში პირველად მოუხადა. ჩეპმენი სიტყვით მიმდინარე წლის 19 აგვისტოს ნიუ-იორკის სასამართლო კომისიის წინაშე წარდგა, მას  გათავისუფლების თხოვნაზე  უარი მეთერთმეტედ უთხრეს. სხდომაზე მან განაცხადა, რომ ჯონი სახელის მოსახვეჭად მოკლა, რისთვისაც სიკვდილით დასჯას იმსახურებდა.

„ჩემი დანაშაულის გამო ვწუხვარ, გამართლება არ მაქვს. ეს საკუთარი თავის დიდებისთვის და სახელის მოსახვეჭად ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება ჩაიდინო  ადამიანის მიმართ. ეს ძალიან ეგოისტური ქმედება იყო. ვწუხვარ, იმ ტკივილის გამო, რომელიც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ“, – თქვა ჩეპმენმა.

შეგახსენებთ, მარკ ჩეპმენმა ჯონ ლენონი ნიუ-იორკში, 1980 წელს, იოკო ონოს თანდასწრებით მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები