LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ჯონ ლენონისა და იოკო ონოს აქამდე გამოუქვეყნებელი აუდიოჩანაწერი აუქციონზე გაიყიდება

137
page

დანიაში ლეგენდარული ჯონ ლენონისა და მისის მეუღლის, იოკო ონოს აქამდე გამოუქვეყნებელი აუდიოჩანაწერი აუქციონზე გაიყიდება. ჩანაწერის ღირებულება 32 ათასიდან 50 ათას დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ 33-წუთიანი აუდიოჩანაწერი ოთხმა დანიელმა მოზარდმა, 50 წლის წინ გააკეთა. ეს მოხდა ლეგენდარული ჯგუფის, Beatles-ს დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე.

რაც შეეხება ჩანაწერის შინაარს, აუდიოკასეტაზე ჯონ ლენონთან და იოკო ონოსთან ინტერვიუა ჩაწერილი, ასევე ჩანაწერი შეიცავს სიმღერას, რომელიც არასდროს გავრცელებულა.

ინტერნეტსივრცეში ჯონ ლენონისა და იოკო ონოს აქამდე უცნობი ვიდეოები გავრცელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები