LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი გადარჩენა არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა: ვაჟა გაფრინდაშვილი

340
ვაჯა

„ჩემი გადარჩენა არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა“, – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მან აგვისტოს ომზე საუბრისას გმირულად დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა.

„ჩემი გადარჩენა არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა. ძალიან მძიმეა იქ დაღუპული ოჯახის წევრებისთვის ეს დღე. 2008 წელს საავადმყოფოში ვიყავი და 400 დაჭრილი შემოიყვანეს 5 დღის განმავლობაში. ყველა ბრძოლაში მონაწილეობა მივიღე როგორც ექიმმა და შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს ჯარისკაცები, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ, აბსოლუტურად განსხვავებული იყვნენ ყველა სხვა სამხედროებისგან. ყველა მათგანის სურვილი იყო, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ნაწილში და გაეგრძელებინათ ბრძოლა სამშობლოსთვის. კამათი მიდის იმაზე, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8-ში. რუსეთთან ომი დაიწყო 1801 წელს, როდესაც საქართველოში გაუქმდა ბაგრატიონების დინასტია. იმის შემდეგ ჩვენ ომში ვართ. ჩვენ დავისაჯეთ იმ აქტიურობისთვის რეგიონში, რომ მისწრაფება გვქონდა ევროპისკენ და ცივილიზაციისკენ“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g