LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა… ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში, ბავშვებს აბრალებდა ბოლო წუთამდე რომ დაეჯახა…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

623
სოფიო ხარშილაძე

სასამართლომ 4.6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიაყენა.

ინფორმაციას ქართლის ამბები/Qartli.ge ავრცელებს.

გადაწყვეტილება გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ გუშინ მიიღო. შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონებს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ექსკურსიის მიკროავტობუსიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადადიოდნენ.

გოგონების დედამ მოსამართლე, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება შეაფასა. მან სოციალურ ქსელი პოსტი გამოაქვეყნა და მოსამართლესა და პროკურორს მადლობა გადაუხადა:

„ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა. უდიდესი მადლობა ლევან დარბაიძეს მოსამართლემ რომელმაც მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 4 წელი და 6 თვე. პროკურორი, ქალბატონი შორენა მგალობლიშვილი… ორიოდე სიტყვას ვიტყვი, როგორც თავისი საქმის მართლაც პროფესიონალი. ასევე ადამიანი ქალი და დედა სამაგალითო და კიდევ და კიდევ გეტყვი ვამაყობ თქვენი გვერდში დგომისთვის და მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის. ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში. ბავშვებს აბრალებდა ბოლო წუთამდე რომ დაეჯახა. ყველა ბრძოლას სამართლიანად მოვიგებ. ეს იქნება ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ჩემი სიმართლე და ჩემი დედობა და ქალობა ჩემი ყველაზე დიდი სიმამაცე და სიძლიერეა…“ – წერს მოზარდების დედა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები