2024 წელს უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული დების, ნიაკოს და თათულის დედა სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა… ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში, ბავშვებს აბრალებდა ბოლო წუთამდე რომ დაეჯახა…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
გადაწყვეტილება გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ გუშინ მიიღო.
გოგონების დედა ამბობს, რომ ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევიდან დღეს ორი წელი გავიდა. სოფიო ხარშილაძემ უმძიმესი დღეები გაიხსენა.
„თითქმის ორი წელი სრულდება რაც ავარია მოხდა. რა ვიცი შეიძლება დედის ინსტინქტია დედა გრძნობს, მაგრამ არასდროს მქონია იმის განცდა რომელიმეს დავკარგავდი. ყოველ რეანიმაციის ზარს შიშით ვუპასუხობდი, ხან ვთიშავდი რომ არ გამეგონა სიტყვები, რომ რომელიღაცა დაიღუპა და მირეკავენ, რომ გამაგებინონთქო, ხან ისტერიულად ვიძახდი კარგად არიან კარგად იქნებიანთქო, აგერ ნახავთ როგორ იქნებიანთქო. ექიმები, ექთნები, ხალხი ნათესავები გულში ცრემლემებად იღვრებოდნენ… ორი შვილი რეანიმაციაში თავახდილები მეწვნენ. არავის ვაძლევდი უფლებას ჩემ შვილებზე თუნდაც ეტირათ ან ის ეთქვათ საწყლები…. ხო და აი ჩემი პირობა ჩემი მოლოდინები გაამართლეს და სადაც ყველაზე მეტად უხაროდათ ყოფნა, დიდ ბებო პაპასთან თავის ფეხით ჩამოვიყვანე და კიდევ ვიტყვი, გავიმარჯვე ის დროც მოვა მალე თავის ხელით გააღებენ კარებს და დაუძახებენ ბებო პაპა მოვედით“, – წერს გოგონების დედა.
ცნობისთვის, 2024 წლის ოქტომბერში ავარიის შედეგად დები, ნიაკო და თათული მძიმედ დაშავდნენ. გოგონები ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გადიან. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ 4.6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით მოზარდებს დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიაყენა.
