LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი.. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი აშშ-დან“, – თეიმურაზ კუპატაძე

161
Untitled design

„ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი.. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ამერიკის ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღე. მინდა ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-თან, DEA-თან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g