“საგადასახადო და საბაჟო კოდექსი ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, მოლოდინებს, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში, ის არის მოძველებული,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძე ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის.
“შესაბამისად, ჩემი ინიციატივაა, რომ ღია პლატფორმაზე საჯარო სექტორთან ერთად, შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე უნდა გვესმოდეს, თუ რა პოტენციალი აქვს იმ ძირითად აქტივებს, რაც გვაქვს ქვეყანაში და ამ კუთხით ჩვენი ბუნება ნომერ პირველი პრიორიტეტია. ის, რაც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ, ბუნებრივია, ძალიან გულდასაწყვეტია, შესაბამისად, ამ პრობლემას სჭირდება ძალიან პრინციპული მიდგომა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს საჯარო სექტორთან ერთად უფდრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.