LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა საქართველოში მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერად ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

118
ანგარიში

მსოფლიო ბანკმა საქართველოში მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერად ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბოლოდროინდელ პროგრესსა და იმ გამოწვევებზეა საუბარი, რომლებიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში არსებობს.

ანგარიშის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო და მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „გამოწვევები, შესაძლებლობები და რეფორმების პრიორიტეტები მწვანე ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოში“.

„ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად და სათბური აირების ემისიების შესამცირებლად ქვეყანა არაერთ რეფორმას ახორციელებს. რეფორმების განხორციელების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რაც, ვფიქრობ, ბუნებრივია სიახლეების დანერგვისას. ჩვენი ქვეყანა ენერგოეფექტურობასა და ეკონომიკის მწვანე მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეგულაციის შემუშავებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მნიშვნელოვან ეტაპზეა. აღნიშნული რეგულაციების პრაქტიკაში სრულყოფილად და სწორად ამოქმედებისთვის საჭიროა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს რეფორმებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანად გატარება-დანერგვის და წარმოშობილი გამოწვევების გადასაჭრელად“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ანგარიშის განხილვას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები