ევა მენდესი და რაიან გოსლინგი ერთად უკვე 10 წელია რაც ცხოვრობენ, ამ ხნის განმავლობაში, ევას, თავის „ინსტაგრამზე“ მეუღლესთან გადაღებული არცერთი ფოტო არ განუთავსებია.
ეს ფაქტი კი საზოგადოების განხილვის საგანი საკმაოდ ხშირად გამხდარა, ტაბლოიდებს არაერთხელ უეჭვიათ, რომ წყვილი ერთად არც თუ ისე ბედნიერად გრძნობს თავს. თუმცა, როგორც ჩანს, ევა პირად ცხოვრებასა დ ვირტუალურ სამყაროს შორის ზღვარს საკმაოდ მკაცრად და მკაფიოდ ავლებს.
სულ ცოტა ხნის წინ, მენდესმა ნათელი მოჰფინა მიზეზს, თუ რატომ არ უზიარებს საზოგადოებას, მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
„ჩემი კაცი, ეს ჩემი პირადია, მე სოციალურ ქსელში მხოლოდ ჩემს შემოქმედებასთან დაკავშირებულ ფოტოებსა და მოგონებებს განვათავსებ, ჩემი მეუღლე და შვილები, ჩემი პირადი ცხოვრებაა“ – წერს ვარსკვლავი.
https://www.instagram.com/p/B86vNiNhOkq/