LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარბის“ ტრიუმფი – გრეტა გერვიგი გახდა პირველი ქალი რეჟისორი, რომლის ფილმმაც კინოგაქირავებაში 1 მილიარდი დოლარი მოაგროვა

200
page

გრეტა გერვიგის ფილმის, „ბარბის“ ტრიუმფი გრძელდება. გასულ კვირაც ცნობილი გახდა, რომ ფილმის გამოსვლიდან ორ დღეში მისმა შემოსავალმა 155 მილიონ დოლარი შეადგინა. გერვიგის კინოსურათს, ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა.

„ბარბის“ ტრიუმფი და 155 მილიონ დოლარიანი შემოსავალი ორ დღეში

ახლა კი ირკვევა, რომ გრეტა გერვიგი გახდა პირველი ქალი რეჟისორი, რომლის ფილმმაც კინოგაქირავებაში 1 მილიარდი დოლარი მოაგროვა. ასეთი წარმატების მიღწევა ფილმმა პრემიერიდან სულ რაღაც ორ კვირაში მოახერხა. შესაბამისად, სავარაუდოდ „ბარბი“ 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი კინოსურათის ტიტულსაც მოიპოვებს. ცნობისთვის, „ბარბის“ ბიუჯეტი 145 მილიონი დოლარია.

მარგო რობი „ვივიენ ვესტვუდის“ მიერ შექმნილ „ბარბის“ ვარდისფერ კაბაში ლონდონურ პრემიერაზე

გრეტა გერვიგის გახმაურებული ფილმის, „ბარბის“ მთავარ საუნდტრეკს, ბილი აილიში ასრულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები