LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მეუღლე არის ჩვენი ოჯახის დედაბოძი… ყველა კარგია, მეგობარიც, ნათესავიც, მაგრამ შენი ახლობელი მეუღლეა…“ – გია მაჭარაშვილი მეორე ნახევრის შესახებ

941
გია მაჭარაშვილი

ცნობილი კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ოჯახური იდილიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მეორე ნახევარი ოჯახის დედაბოძია:

„ჩემი მეუღლე არის ჩვენი ოჯახის დედაბოძი, ჩემი სიყვარული, მეგობარი, პირველი მსმენელი, შემფასებელი, ოჯახის სიმშვიდის, სიმყუდროვის გარანტორი, ფანტასტიკური დიასახლისი. როცა შევუღლდით, ბევრი რამის კეთება არ იცოდა, მერე ისწავლა. არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს, ნამცხვრებს აცხობს იდეალურად, მიკვირს, როგორ ასწრებს ამდენს. ყველა კარგია, მეგობარიც, ნათესავიც, მაგრამ პირველ ადგილზე ოჯახია და შენი ახლობელი კი მეუღლეა. შემიძლია, ყველაფერზე ვესაუბრო. ჩემი სიხარული, დარდი, ფიქრი, ოცნება, გეგმა გავუზიარო. მოგისმენს, დაგამშვიდებს, რჩევას მოგცემს. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ნინო შემახვედრა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები