სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულმა 18 წლის ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ავარიას ემსხვერპლა.
ლიკა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, რომელსაც სევდით და ტკივილით სავსე სიტყვები ერთვის.
„რა მწარე ხარ ცხოვრება…ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება“.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
აბაშაში ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭუხიძე კლინიკიდან სახლში გაწერეს
