LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა, აი, ასეთი ადამიანია – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

464
გიული

გორის ჰოსპიტალში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, გიული ალასანია შვილიშვილთან, ედუარდ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

გორის ჰოსპიტლიდან გამოსულმა  გიული ალასანიამ კი განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდი განსხვავება ვერ შენიშნა.

„ძირითადად ზის. მე ძალიან ვღელავდი გუშინ, ვრცელი გამოსვლა ჰქონდა და გაძლო და ფეხზე იდგა. მე მაგალითად გუშინდელი გამოსვლისას ძალიან ვღელავდი, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც არ ვიცოდი. გაძლო და ფეხზე იდგა. იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. მგონი, იმ დეტალების შემდეგ, რაც მოვისმინეთ, მგონი შეკითხვები აღარავის უნდა დარჩეს.

ის განწყობილია, რომ ხვალ პროცესზე იყოს. ჩემთვის არ მოუყოლია, რის თქმას აპირებს. უფრო თავის შვილს ელაპარაკებოდა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე უსათუოდ დაესწრება.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფინანსდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

„ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მზად იყო ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა. აი, ასეთი ადამიანია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

“ფსიქოლოგიურად კარგად არის, იმედიანად ვუყურებ ხვალინდელ პროცესს” – რაზე ესაუბრა ედუარდ სააკაშვილი მამას გორის ჰოსპიტალში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g