გორის ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი შვილმა ედუარდ სააკაშვილმა და გიული ალასანიამ მოინახულეს.
ედუარდ სააკაშვილმა, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ საკაშვილი სუსტადაა.
„პოლიტიკაზე ბევრი არ გვისაუბრია. მომეჩვენა, რომ ცოტა სუსტადაა, თუმცა იგრძნობა, რომ ფქსიქოლოგიურად კარგადაა, აქვს სურვილი ხვალინდელი სასამართლო პროცესს დაესწროს. იმედიანად ვუყურებ ხვალინდელ სასამართლო პროცესს“. – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა მამა-შვილმა ედუარდ სააკაშვილის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე,
ედუარდმა უპასუხა, რომ არ უსაუბრიათ.
შეგახსენებთ, ხვალ, 11 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება ე.წ. პიჯაკების საქმეზე.