რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟს, ედუარდ სააკაშვილს და მის მეუღლეს, მადინა მელას, რამდენიმე თვის წინ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილიკო დაარქვეს.
ოჯახურ სიახლესა და ემოციებზე AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნიკოლოზ სააკაშვილმა ისაუბრა.
„ძალიან გამახარა პატარას მოვლინებამ, ედუარდის შვილია ილიკო, ნეიტრალური სახელი ჰქვია, კონკრეტულად არავისი. დეტალებს მე ვერ გეტყვით, სანდრა იყო წასული მაგ დროს ჰოლანდიაში (იქ დაიბადა ილიკო) და მას შეეხმიანეთ. კი ველაპარაკები მათ ტელეფონით, მაგრამ ახლა სხვა რაღაცებზე ვარ გადართული, ვიავადმყოფე ძალიან, ახალი გამოსული ვარ საავადმყოფოდან, გუშინ კიდევ, 82 წლის გავხდი. პირველი შვილთაშვილია ჩემთვის და უდიდესი სიხარული და ბედნიერება, იმედი იმისა, რომ ეს ოჯახი გამთლიანდება, ერთად იქნება და ყველანი ერთად გაიზრდებიან – პატარებიც და დიდებიც. ჩვენთვის ახლა მთავარია მიშას თავისუფლება. სხვათა შორის, მიშამ გუშინ დაბადების დღე მომილოცა პატარა, ძალიან თბილი წერილით, რომელიც გულში ჩახუტებული დამაქვს ბინაში. ჯანმრთელობას და მალე ერთად ყოფნას მისურვებს, ამ ქვეყნის ჭირ-ვარამის ერთად გაზიარებას. ძალიან ემოციური და მამაშვილური წერილია. მიშა ყოველთვის ნიკათი მომმართავდა, პატარაობიდან, ახლა მამიკოთი და ძალიან გამითბა გული, ორმაგად გახარებული ვარ“.
სრულად იხილეთ AMBEBI.GE -ზე
ცნობისთვის, ედუარდ სააკაშვილი ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს და ხელოვნური ინტელექტის წამყვან სპეციალისტად ითვლება.
