LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ნიტა რომ დაიბადა გარეთ ომი იყო.. 17 წლის ვიყავი, ვიცოდი რომ ჩემი შვილის უკეთეს ქვეყანაში გაზრდისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, ასეც ვიცხოვრე, უამრავი დაბრკოლება დავძლიეთ..მე, ნიტა და საქართველო ერთად ვიზრდებოდით“ – თეა ადეიშვილი შვილს იუბილეს ულოცავს

934
თეა ადეიშვილი

თეა ადეიშვილი შვილს, ნიტა არდიშვილს იუბილეს ულოცავს.

ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მან შვილთან ერთად უამრავი დაბრკოლება გაიარა.

თეა ადეიშვილი წერს, რომ ახლა მისი შვილი, ნიტა იბრძვის თავისი შვილის უკეთესი მომავლისთვის, რისთვისაც თავადაც იბრძოდა.

„ჩემი ნიტა რომ დაიბადა გარეთ ომი იყო, რუსული იმპერია უკანასკნელ კუდებს იქნევდა საქართველოში (მაშინ მეგონა რომ უკანასკნელს…). 17 წლის ვიყავი, ვიცოდი რომ ჩემი შვილის უკეთეს ქვეყანაში გაზრდისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, ასეც ვიცხოვრე, უამრავი დაბრკოლება დავძლიეთ. მე, ნიტა და საქართველო ერთად ვიზრდებოდით. იყო მომენტები, როცა მიამიტურად მეგონა -გამოვძვერით, ეგზისტენციალურ კრიზისებზე გავიმარჯვეთ და ნიტას აღარ მოუწევდა იმავეს განცდა და გადატანა რაც ჩემმა თაობამ გაიარა. რუტინა ხშირად გართმევს მოვლენების შორიდან დანახვის პერსპექტივას, აი დღეს, უკან რომ

ვიხედები, ჩემი თაობის ბრძოლის ფიასკოს გარდა ვერაფერს ვხედავ. ხელები თავისდაუნებურად მოძრაობს და თვალებს მიფარავს. აქამდე როგორ მოვედით, ეს როგორ დავუშვით…ახლა ჩემი შვილი თავისი შვილის უკეთესი ქვეყნისთვის იბრძვის უფრო სასტიკ, უფრო დაუნდობელ, უფრო უსინდისო, უფრო კორუმპირებულ, უფრო მოღალატე, უფრო გაყიდულ და რუსულ რეჟიმთან ვიდრე უკანასკნელი 50 წელი ჰყოლია საქართველოს… ამიტომ ჩემი სურვილიც ესაა-წარმატებები ჩემს ძალიან წესიერ, მართალ და პატრიოტ შვილ-დედას. ბოლომდე გამარჯვება რეჟიმზე და უსამართლობაზე, ვუსურვებ მისი მაქსიმეს თაობას აღარ დასჭირდეს იმავეს გავლა და თავისუფალ, ევროპულ, სამართლიან, ბედნიერ საქართველოში იცხოვროს… და როცა ჩემსავით უკან მოიხედავს თქვას: -“ის ყველაფერი ამად ღირდა, ბედნიერი ვარ ჩემს სამშობლოში, ასეთ საქართველოში” ნიტა არდიშვილი, მიყვარხარ დე, ბოდიში უკეთესი ქვეყანა რომ ვერ დაგახვედრე,“ – წერს თეა ადეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g