LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ოფისი შტაბი გახდა“  – სვეტლანა ლობოდა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლიეტუვაში გაემგზავრა

166
lobodaa

უკრაინელი მომღერალი სვეტლანა ლობოდა, ამჯერად ლიეტუვაში იმყოფება და იქ უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო გამომწერებს სოციალურ ქსელში. ის უკრაინიდან დევნილებისთვის პროდუქტებს აქტიურად აგროვებს: „საომარი მოქმედებების დაწყებიდან ჩემი ოფისი შტაბი გახდა, მე და ჩემი გუნდი ყოველწამიერად ხაზზე ვართ, ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია“  – ამბობს მომღერალი.

ბოლო დროს რუსეთში მოღვაწე უკრაინელმა მუსიკოსმა ასევე კომენტარი გააკეთა არტისტების შავ სიებზე, რომლებსაც რუსეთში სიმღერა აეკრძალათ. მისი თქმით, ამით უსაქმური ადამიანები არიან დაკავებულები და ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას არ აპირებს.

რუსეთში არტისტების „შავი სია“ გამოქვეყნდა – მომღერლებს კონცერტებზე გამოსვლა ეკრძალებათ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები