LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში არტისტების „შავი სია“ გამოქვეყნდა – მომღერლებს კონცერტებზე გამოსვლა ეკრძალებათ

4605
meladze

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთში არტისტების „შავი სია“ შედგა. ამ სიაში შევიდნენ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე მუსიკოსები, რომლებმაც ღიად დაგმეს რუსული აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე. ამ არტისტებს სასცენო მოღვაწეობა აეკრძალათ, მათი სიმღერები დაბლოკეს ადგილობრივ რადიოსადგურებშიც. აკრძალული არტისტების სიაში არიან სვეტლანა ლობოდა, ვერა ბრეჟნევა, მონატიკა, ვალერი მელაძე, მაქსიმ გალკინი და ბორის გრებენშიკოვი. ასევე უკრაინელი არტისტები ნადია დოროფეევა, მაქს ბარსკიხ, პოტაპი და ნასტია, ივან დორნი.

ცნობილია, რომ არტისტების ნაწილს უკვე გაუფორმეს სახელდახელოდ მომზადებული კონტრაქტები. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სცენაზე გასულ არტისტებს ომის ხსენება ეკრძალებათ.

„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან“ – რუსული კინოს ლეგენდები პუტინის მიმართავენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები ითხოვენ, მაქსიმ გალკინს და ბორის გრებენშიკოვს ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოერთვათ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g