LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან“ – რუსული კინოს ლეგენდები პუტინის მიმართავენ

1026
olegbasilashvili

თეატრისა და კინოს მსახიობები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ღიად გმობენ და პუტინის რეჟიმს უპირისპირდებიან. ერთობლივ განცხადებაში ლეგენდარული რუსი არტისტები პირდაპირ მიუთითებენ იმაზე, რომ ომი უკრაინაში რუსეთმა დაიწყო და საზოგადოებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ახლა არა მხოლოდ კულტურის სფეროს მოღვაწეები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ჩვენს შორის არიან სამამულო ომის ვეტერანთა შვილები და შვილიშვილები, ყველა ჩვენგანს ახსოვს ომის სიმძაფრე, არ გვინდა ახალი ომი, არ გვინდა ამდენი სიკვდილი. გასულმა საუკუნემ მსოფლიოს უამრავი უბედურება მოუტანა. გვინდა გვჯეროდეს, რომ ახალი საუკუნე ახალ იმედებსა და შესაძლებლობებს მოიტანს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ოლეგ ბასილაშვილი, ალისა ფრეინდლიხი, იგორ ზოლოტოვიცკი, დმიტრი კრიმოვი, ევგენი მირონოვი, ნინა უსატოვა, ვლადიმირ ურინი და სხვები…

ბავშვებს კლავენ! ჩემი ვალია ვილაპარაკო და არ გავჩუმდე, ნუ ხართ ჩუმად, ჩვენი საქმე მაინც წასულია! – ლია ახეჯაკოვა

ვიდეო: „ჩემი ქვეყანა შეიშალა“ – ანდრეი მაკარევიჩი რუსეთ-უკრაინის ომს სიმღერას უძღვნის

ივან ურგანტმა ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g