ლია ახეჯაკოვა პირველი იყო რუს არტისტებს შორის, რომელმაც ღიად დაგმო პუტინის აგრესია უკრაინაში და ქვეყანა მალევე დატოვა. ამჯერად ცნობილი მსახიობი ჟურნალისტ ეკატერინა გორდეევას ინტერვიუს აძლევს და ღიად საუბრობს იმაზე, რაც ხდება:
„ძალიან მძიმე ამბავი, როცა კიევზე ვიწყებ საუბარს, ცრემლები მახრჩობს. ეს აუცილებლად დასრულდება ცუდად, ამ სიძულვილს ვერ მოვერევით. დაბომბეს სამშობიარო, გოგონები სარდაფებში აჩენენ ბავშვებს, ბავშვებს კლავენ, ჩემი ვალია ვილაპარაკო და არ გავჩუმდე, ნუ ხართ ჩუმად, ჩვენი საქმე მაინც წასულია!“ – ამბობს ლია ახეჯაკოვა.