LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ნახტომებით მივდივართ პირდაპირ ჯოჯოხეთში!“ – ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი მწვავე პოსტებს ავრცელებენ და უკრაინას მხარს ღიად უჭერენ

12660
page

რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამჯერად ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი და ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი ეხმაურებიან. ცოლ-ქმარმა „ინსტაგრამზე“ საკმაოდ ვრცელი პოსტები გაავრცელეს. ისინი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბს ღიად აპროტესტებენ.

„არ გვჯერა პუტინის განცხადების!“ „სირცხვილი ჩვენ!“, „გვაპატიეთ, თუ შეძლებთ“ – რუსი ხელოვანები პუტინის წინააღმდეგ ღიად გამოდიან

„6-დღიანი სრული დაღლილობა… შიშისა და დაბნეულობის 6 დღე… საშინელებისა და ტრაგედიის 6 დღე… ღმერთმა იცის, რომ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვიყავი. წარსულშიც ვიყავი, აწმყოში ვარ და მომავალშიც ვიქნები. მე არ ვაპირებ პოლიტიკური ლოზუნგების წარმოთქმას. არ ვაპირებ სიტუაციის ანალიზს. ეს ყველაფერი წარსულშია. მე არაფერს ვითხოვ. გთხოვ, შეაჩერე ომი! ყოველი ახალი დღე ნიშნავს ჩვენი ბიჭების, უკრაინის მოქალაქეების სიკვდილს, ორივე მხრიდან მილიონობით ადამიანის დანგრეულ ბედს, მათ ტკივილს, წყენას, შიშს და დამცირებას. დიდი თამაშის ყველა მონაწილის პოლიტიკური ამბიციებისთვის სხვა გზა უნდა გამოინახოს. ამან ამოწურა თავი! უკვე დიდი ხანია…“ – წერს ლეონიდ ლე­ო­ნიდ აგუ­ტინ­ი.

ის ასევე აცხადებს, რომ მას ხელში ავტომატიც სჭერია და სამშობლოს საზღვრებსა და მათ შორის უკრაინელებსაც იცავდა.

საკმაოდ ვრცელი იყო ანჟელიკა ვარუმის მიმართვაც. სიტყვის ბოლოს მან აღნიშნა, რომ პოსტზე კომენტარებს გათიშავდა, რადგან ბრაზისა და აგრესიის გავრცელება თავიდან აერიდებინა.

„დიდ ხანს ვიყავი ჩუმად. მე უკვე დავტოვე ასაკი, როდესაც შეგიძლია მთელ მსოფლიოს უყვირო, რომ ომის წინააღმდეგი ხარ. ამჟამინდელ ამაზრზენ ვითარებაზე ქულების დაწერა და უმრავლესობის მოწონების გამოყენებას არ ვაპირებ. ვალდებული ვარ, გავაანალიზო, მხოლოდ იმიტომ მაინც, რომ ჩემი შვილები ცხოვრობდნენ ფართოდ გახელილი თვალებით და მათ არ იყენებდნენ საზარბაზნე ხორცად, რომლითაც ეკონომიკაში არსებული ხვრელების ამოვსებას ცდილობენ. განურჩევლად მიმდინარე მოვლენების შედეგისა, ჩვენ ნახტომებით მივდივართ პირდაპირ ჯოჯოხეთში! უფრო სწორედ, უნივერსალური სტანდარტებით ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ! ვინ არის დამნაშავე, შთამომავლები განსჯიან, თუ რა თქმა უნდა გადარჩებიან… ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩემი მოთხოვნაა ორივე ქვეყნის ლიდერების მიმართ დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის! შუამავლების გარეშე! ეს ჩვენი საქმეა! ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეა!“, – ნათქვამია ანჟელიკას პოსტში.

რუსულ საიტებზე იმ არტისტების სია გასაჯაროვდა, ვინც პუტინს ღიად უჭერს მხარს – არტისტები მუქარის შემცველ წერილებს იღებენ

ცნობილი რუსები, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ და უკრაინაში ომს ამართლებენ

 

View this post on Instagram

 

A post shared by Анжелика Варум (@avarum)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები