რუსი ხელოვანები, ერთმანეთის მიყოლებით, სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. შეიძლება ითქვას, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როცა რუსი მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები, მხატვრები და სხვა სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები, ღიად საუბრობენ პუტინის აგრესიაზე:
„მხოლოდ მშვიდობიანი ცა გვინდა“, – წერს მომღერალი კრისტინა ორბაკაიტე.
„ომი უკრაინაში ესაა არის ჩვენი სირცხვილი, ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ ჩვენს შვილებს. არ გვინდა ჩვენი შვილები აგრესორ სახელმწიფოში იზრდებოდნენ. სირცხვილია, რომ რუსეთი თავს ესხმის მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ყველას ვალია, შეაჩეროს ეს უბედურება. არ გვჯერა, რომ უკრაინა საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. ჩვენ არ გვჯერა პუტინის განცხადების“ – ნათქვამია საერო განცხადებაში, რომელიც ბორის აკუნინმა, დმიტრი ბიკოვმა, ვლადიმერ სოროკინმა, ლეონიდ პარფიონოვმა, ჩულპან ხამატოვამ და სხვებმა ერთობლივად გაავრცელეს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეხმიანება ცნობილი რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანიც: „სირცხვილი ჩვენ“ – წერს ის სოციალურ ქსელში. უკრაინელ ხალხს პატიებას სთხოვს თეატრისა და კინოს მსახიობი ალექსანდრ მოლოჩნიკოვიც: „არ მინდა ვიყო ბანალური, მაგრამ გვაპატიეთ თუ შეძლებთ“.
რუსი ხელოვანების პროტესტი სოციალურ ქსელში ვირუსული ხასიათის გახდა.
ფოტო: „ისტორია განსჯის!“ – ცნობილ ქართველები უკრაინის მხარდასაჭერად
„ბევრი თქვენგანის მსგავსად მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“ – ანჯელინა ჯოლი პოსტს ავრცელებს
61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა