რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები ითხოვენ, მაქსიმ გალკინს და ბორის გრებეშნიკოვს ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოერთვათ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა “ედინაია რასიას” დეპუტატს, ეკატერინა სტენიაკინას ეკუთვნის.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაზე საინფორმაციო ზეწოლის პირობებში, კულტურისა და შოუბიზნესის ცნობილი მოღვაწეების მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
ცნობისთვის, ამ დრომდე რუსული შოუბიზნესის არა ერთმა წარმომადგენელმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლი გახდა მაქსიმ გალკინი, რომელსაც რუსეთში დაგეგმილი ყველა კონცერტი გაუუქმეს.
პუტინის ღია კრიტიკის გამო, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს
ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთს რენატა ლიტვინოვა, ქსენია სობჩაკი და ზემფირა ტოვებენ
რუსული ჯგუფი Mumiy Troll რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ მსოფლიო პროტესტს უერთდება