პოპულარულმა რუსულმა ჯგუფმა, Mumiy Troll გადაწყვიტა, რომ მსოფლიო პროტესტს შეუერთდეს და რუსულ-უკრაინული ომის გამო შემოქმედებითი მოღვაწეობა შეაჩეროს.
ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის სოლისტმა, ილია ლაგუტენკომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და რუსეთში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„უკვე ათეულობით წელია ჩვენ ვწერთ მუსიკას, რომელიც რუსეთს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს აერთიანებს, ახლა კი მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ყველაფერი, ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, იქნებ ეს მუსიკა კვლავ გამოგვადგეს“, – წერს მომღერალი.
მანამდე, პოსტებში ჯგუფმა საკუთარი სიმღერებიდან ომის საწინააღმდეგო ციტატები გამოაქვეყნა.
პოპულარული ჯგუფები Imagine Dragons და Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებენ