LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია ყველაფერზე მაღლა დგას. მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი“ – ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს განაჩენი გამოუტანა – სკანდალური განცხადება

766
page

ბრუკლინ ბექჰემმა დუმილი დაარღვია და „ინსტაგრამ სთორიში“ მშობლებთან, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებთან დაპირისპირებას ვრცელი მიმართვით შეეხო, რითაც საბოლოო ახადა ფარდა დრამატულ კონფლიქტს.

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია და რეკლამები ყველაფერზე მაღლა დგას. ბრენდი „ბექჰემი“ პირველია. „ოჯახური სიყვარული“ კი იზომება იმით, თუ რამდენს აქვეყნებ სოციალურ ქსელში ან რამდენად სწრაფად ტოვებ ყველაფერს, რათა ოჯახურ ფოტოსესიაზე პოზირება შეძლო.

ნარატივი, თითქოს ჩემი მეუღლე მაკონტროლებს, არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი. მძიმე შფოთვით გავიზარდე. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ოჯახისგან დაშორების შემდეგ, ეს შფოთვა გაქრა. ყოველ დილით ვიღვიძებ მადლიერებით იმ ცხოვრების მიმართ, რომელიც თავად ავირჩიე.

წლების განმავლობაში დუმილს ვინარჩუნებდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს საკითხები პირადში დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩემმა მშობლებმა და მათმა გუნდმა სხვა გზა აღარ დამიტოვა. ისინი დაუღალავად ცდილობდნენ ჩემი ურთიერთობის დანგრევას ჯერ კიდევ დაქორწინებამდე და მას მერეც ბევრ ბინძურ ხერხს მიმართეს.

მე და ჩემს მეუღლეს არ გვსურს ცხოვრება, რომელიც იმიჯით, პრესითა და მანიპულაციით იქნება დატვირთული. ერთადერთი, რაც გვინდა, არის სიმშვიდე, პირადი სივრცე და ბედნიერება, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი ოჯახისათვის“, – წერს ბექჰემების უფროსი ვაჟი.

ჯერჯერობით დევიდსა და ვიქტორიას სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

„რატომ იმალებით?!“ – ნიკოლა პელტცმა დედამთილ-მამამთილის ყველა ფოტო წაშალა – წყვილის პირველი გამოჩენა სკანდალის შემდეგ

ბექჰემი ბექჰემის წინააღმდეგ – 2026 წელი დევიდისთვის და ვიქტორიასთვის შოკისმომგვრელი დარტყმით იწყება – საქმეში იურისტები ჩაერთნენ

ბრუკლინ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მშობლები და ძმა დაბლოკა – ბექჰემების ახალი სკანდალი და შოკირებული დევიდი და ვიქტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები