LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან აღმსარებლობას ვაქცინაციას ადარებენ, მხოლოდ ამიტომ ვიტყვი…” – ეკო ფანგანი

2561
5ced4caafde14a96c326b6c62b397cf1

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას ტყუილის და ჭორის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

,,ვისაც აცრა არ გინდათ ნუ აიცრებით, ოღონდ ჩვენ დაგვანებეთ თავი რა. ტყუილებს და ჭორებს ნუ ავრცელებთ გარდაცვლილებზე.
არაფერი აცრა არ ჰქონდა გაკეთებული არავის, ვინც კოვიდით გარდაიცვალა.

მე ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან აღმსარებლობას ვაქცინაციას ადარებენ, მხოლოდ ამიტომ ვიტყვი, რომ ამ მარხვაში რამდენიმეჯერ ვეზიარე და 11 მაისს ჩაწერილი ვარ სინოფარმის აცრაზე. იმედია, იქამდე ჯანმრთელად მივალ.

ჩემი მოძღვარი, რომელიც ბერია, მაგრამ თან ამავდროულად ქირურგი ტრავმატოლოგია (ყველგან ხალხის სამსახურშია), ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა, როგორც ექიმი. არა მგონია, მასზე მეტი რწმენა ჰქონდეს ბევრს გულში.
რწმენა – სიყვარულია. სიყვარული სხვებზე ზრუნვაა”,- წერს ფანგანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები